Sunday, April 12, 2015
დავიწყეთ პროექტებით სწავლების კურსი. პროექტებით სწავლებას დიდი მნიშვნელობა აქვს მოსწავლეთა ჩართულობისა და მაღალი სააზროვნო დონეების განსავითარებლად. იზრდება მოსწავლის მოტივაცია და დამოუკიდებლად მეტი პასუხისმგებლობის წინაშე დგება. უკვე ვისწავლე რა თანმიმდევრობით უნდა შევუდგე მუშაობას. ავირჩიე თემა, შევიმუშავე მოკლე შინაარსი. გადავხედე ესგ-სტანდარტებს და 21-ე საუკუნის უნარებს. ავირჩიე ის პუნქტები რაზედაც უნდა გავიდეს ჩემი პროექტი. უკეთ გავიგე როგორ დავისახო მიზნები და ჩამოვაყალიბო. ვიმსჯელეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე. ძალიან საინტერესო იყო პროცესი როდესაც მასწავლებლები ერთმანეთს ვუზიარებდით აზრებს. დავიწყე გეგმის დაწერა და პროექტის პრეზენტაციაც დავიწყე, პროცესი მართლაც ძალიან საინტერესოა.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment